Tekst piosenki:
შენ რომ შემომხედავ ინთება სანთელი გულისა,
სიამის ჟრუანტელს მიჰყვება ფიქრების სიმშვიდე,
წარსულის ტკივილებს მავიწყებს უტკბესი სულის ხმა,
შენი მოფერება, სიტყვა და ამბორი მამშვიდებს.
სულ ერთად მოვდივართ და ერთად ვზეიმობთ სიცოცხლეს,
ეს გული მაგ შენს გულს ჩონგურის სიმივით ეწყობა,
მარად და ყველგან სუნთქვაში გაზაფხულს მიცოცხლებ,
რამდენი გელოდე და რა მალე მოვიდა ერთობა.
მიყვარხარ – ჩვენს მზეს და სიცოცხლის სინათლეს ვფიცავარ,
მიყვარხარ – ჩემი არსებობის უსაზღვრო სივრცე ხარ,
მიყვარხარ – უფსკრულის პირასაც ვიტყვი, რომ მიყვარხარ,
მიყვარხარ – მიყვარხარ, ჩვენს მზეს და ყველაფერს ვფიცავარ.
შენ ჩემი შვილების უტკბესი სამყარო მაჩუქე,
და ჩემი მარცხიც და მიღწევაც ღირსებით ატარე,
გულში რომ გიხუტებ, ცასა და ვარსკვლავებს გავყურებ,
გახსოვს ტალღებს რომ ვუთვლიდით გადარეულ მდინარეს.
ჩვენი სიყვარულით რამდენჯერ დავანთეთ ცისკარი,
მადლობა რამდენი შევწირეთ უფალს და ერთმანეთს,
ყოველთვის ვიცოდი ამ გრძნობის სადარი არ არის,
და რომ ვერ აიტანს იგი ვერც ზღუდეს, ვერც სამანებს.
Dodaj adnotację do tego tekstu »
Historia edycji tekstu
Komentarze (0):