Tekst piosenki:
მე მენატრება ჩემი ბავშვობა, სადღაც ჩავლილი,
ძველი ფანჯრიდან დანახული სული ქართული,
ჩემი მშობლების პურ-მარილი უხვად გაშლილი,
შემოძახილი - ალაზანივით ველად გასული.
ჩემს საქართველოს ქვეყნის მარგალიტს, ერთს, ულამაზესს,
ვეტრფი ბოლომდე - ხალხად დამარცვლილ სულის ალმაზებს!
ვეტრფი მთებსა და ღვინოდქცეულ სისხლს უზენაესს
და ჩვენს ენაში დასახლებულ ღმერთს უზენაესს!
წლები და გზები და ადამიანები,
წლები და გზები ხან სულ მზიანები!
წლები და გზები, ვთვრები და ვერ ვთვრები,
წლები და გზები და მაინც არ გავქრები! (2-ჯერ)
მე მენატრება დედას ტკბილი ხმით თქმული ზღაპრები,
და მამაჩემის შემოტანილი ნანადირევი,
ვაზის ნერგებით დაწყებული უსასრულობა
და სიჭაბუკე, როგორც ერთი შლეგი მორევი.
ვუმღერ ყოველ გმირს, უცნობს, უკვალოს, ლექსად დარჩენილს,
ამ მიწის ყივილს, ზეგარდმო მოსულს, ძალას სინათლის,
ვუმღერ გაზაფხულს, წაგებულ ომებს, კვლავ გაცოცხლებას
და ჟრუანტელად ნათქვამ ტკბილ წუთებს ჩვენი სიმართლის.
Dodaj adnotację do tego tekstu »
Historia edycji tekstu
Komentarze (0):